ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ კიდევ რამდენიმე გამარჯვება და რუსები გაიქცევიან

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ომის დასრულების თარიღის პროგნოზირებისგან თავს იკავებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ რამდენიმე თუნდაც მცირე გამარჯვების შემდეგ, რუსები გაქცევას დაიწყებენ.

„დარწმუნებული ვარ, კიდევ რამდენიმე წარმატება ფრონტზე, თუნდაც უმნიშვნელო და რუსული ჯარები გაიქცევიან, დამიჯერეთ, რადგან დღეს ჩვენ ვანგრევთ მათ მიწოდების ქსელებს, საწყობებს და ა.შ.“,- აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, უკრაინელებმა უკვე ნახეს, თუ როგორ გაიქცნენ ოკუპანტები კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან, როდესაც დამცველებმა მათი იქიდან გამოძევება დაიწყეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს