ლევან დავითაშვილის და თურქეთის ვაჭრობის მინისტრის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები პოზიტიურად შეფასდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრ მეჰმეთ მუშს შეხვდა, რომელმაც ფორუმში „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი თურქეთში გია ჯანჯღავა.

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა, რომ ისინი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის.

აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ამასთან, ხაზი გაესვა იმასა, რომ ბოლო წლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თანმიმდევრული გაღრმავებისა და ლიბერალიზაციის შედეგად, თითქმის ყველა სფეროში ხორციელდება წარმატებული პროექტები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მზარდი დინამიკით გამორჩეული სავაჭრო ურთიერთობების მიუხედავად, პოტენციალი გაცილებით დიდია, რასაც ხელს შეუწყობს ცვლილებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში, ასევე თანამშრომლობის ისეთი სქემის ამოქმედება, როგორიცაა დიაგონალური კუმულაცია. აღინიშნა, რომ სქემა შეძლებს ორი ქვეყნის საქმიანი წრეების დაახლოებას, რათა მათ გააფართოონ ან შექმნან ახალი სამრეწველო საწარმოები, ხელი შეუწყონ დასაქმებას და გაზარდონ ექსპორტი ევროკავშირში. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყნის კერძო სექტორმა მაქსიმალურად ისარგებლოს აღნიშნული უნიკალური შესაძლებლობით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა და მეჰმეთ მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს საქართველო - თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია