რუსეთის თავდაცვის უწყება ამტკიცებს, რომ ბალაკლეასა და იზიუმის რაიონებში  განლაგებული რუსული ჯარები გადაჯგუფდნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბალაკლეასა და იზიუმში „რუსული ძალების გადაჯგუფების“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ბალაკლეასა და იზიუმის რაიონებში განლაგებული რუსული ჯარები გადაჯგუფდნენ და გადანაწილდნენ დონეცკის მიმართულებით. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"დონბასის განთავისუფლების სპეცოპერაციის დასახული მიზნების მისაღწევად, მიღებულია გადაწყვეტილება ბალაკლეისა და იზიუმის რაიონებში განლაგებული რუსული ჯარების გადაჯგუფების შესახებ, რათა დონეცკის მიმართულებით ძალისხმევა გააძლიერონ “, - განაცხადა კონაშენკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინული ძალები ქალაქ იზიუმსა და ხარკოვის ოლქის სხვა დასახლებებში შევიდნენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ რამდენიმე თუნდაც მცირე გამარჯვების შემდეგ, რუსები გაქცევას დაიწყებენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს