ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის შეხვედრა გაიმართება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ხვალ ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის შეხვედრა გაიმართება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, წლევანდელი კონფერენციის სამეცნიერო ნაწილის თემაა - ჯანმრთელობა, როგორც გლობალური გამოწვევა (Health, as a Global Challenge). მათვე ცნობით, ამ მხრივ წარმოდგენილი იქნება ლექციები ნეირომეცნიერების, კიბოს მკურნალობის, პროტონული თერაპიის, რადიოლოგიის და ბიოსამედიცინო იმიჯინგის მიმართულებებით.

„შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორები, გერმანიის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები, მათ შორის: იულიხის მეცნიერებების ცენტრის, დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის, GSI დარმშდატის მძიმე იონების კვლევის ცენტრის, აახენის, იენის და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

2022 წლის „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ კონფერენცია KIU-ში სამი დღე გაგრძელდება. კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები საჯარო ლექციებს ჩაატარებენ ნეირომეცნიერების, სიმსივნის მკურნალობის, პროტონული თერაპიის, რადიოლოგიისა და ბიოსამედიცინო იმიჯინგის მიმართულებებით. მათ შორის, აღსანიშნავია ევროპის ონკოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარის, პროფესორ რობერტო ორეკიას საჯარო ლექცია, რომელიც ადრონული თერაპიისა და ზუსტი ონკოლოგიის პერსპექტივებს შეეხება.

„ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენციის პარალელურად დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის ჩატარება, სადაც განხილული იქნება უნივერსიტეტის მიერ 2 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები. შეხვედრაზე იგეგმება უნივერსიტეტის განვითარების მიმართულებებსა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტებზე მსჯელობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს