მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ცდილობს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით პროცესი „შელახონ, შელანძღონ და გააფუჭონ“

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეს „საუბედუროდ პარლამენტში გვყავს ოპოზიციის არც თუ ისე მცირედ წარმომადგენელი, რომელსაც ჯანსაღი ინტერესები არ გააჩნია“.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ცდილობს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით პროცესი „შელახონ, შელანძღონ და გააფუჭონ“.

„საუბედუროდ დღეს პარლამენტში გვყავს ოპოზიციის არც თუ ისე მცირედ წარმომადგენელი, რომლისთვისაც პრიორიტეტები იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მათ მაინცდამაინც ჯანსაღი ინტერესები არ გააჩნიათ. მათ საქართველოს ინტერესი, სამწუხაროდ, არ აქვთ პირველ ადგილზე დაყენებული.

მერკანტილური და ვიწროპარტიული ინტერესია მათი ქმედებების და დღის წესრიგის განმაპირობებელი.

საუბედუროდ, ასეთია მათი ბუნება და ამიტომაც არის, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა 12 პუნქტის შესრულება და შემდგომი ნაბიჯის გადადგმა, არამედ მათი ამოცანაა, რომ ამას რამენაირად ხელი შეუშალონ. მათ არ უნდათ, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში საქართველოს ჰქონდეს ისეთი წარმატება, როგორიც არის მომდევნო ნაბიჯების გადადგმა ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეცდებიან, რომ პროცესი შელახონ, შელანძღონ გააფუჭონ და საქართველოს პერსპექტივა არ ჰქონდეს“,- აღნიშნავს სარჯველაძე.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს