ოლეგ სინეგუბოვი - უკრაინელმა დამცველებმა ხარკოვის ოლქში რუსული ოკუპაციისგან 40-მდე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინელმა დამცველებმა ხარკოვის ოლქში რუსული ოკუპაციისგან 40-მდე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამში“ წერს.

მისივე თქმით, უკვე შესაძლებელია საუბარი ტერიტორიების „მნიშვნელოვანი ნაწილის“ გათავისუფლებაზე ჩუგუევსკის, კუპიანსკისა და ბალაკლეას რაიონებში.

„ჩვენი დანაყოფები შევიდნენ კუპიანსკში, გრძელდება იზიუმის დასახლებული პუნქტების გათავისუფლება“, - განაცხადა სინეგუბოვმა.

მისივე თქმით, ასეთი დასახლებული პუნქტების რაოდენობა რამდენიმე ათეულია.

„დღეისათვის ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ 40 დასახლებული პუნქტის გათავისუფლებაზე, თუმცა, რეალურად, მათი რაოდენობა გაცილებით მატია, ჩვენ უბრალოდ მხოლოდ ამ ციფრების გაჟღერება შეგვიძლია სამხედრო ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო