გენშტაბი - უკრაინელებმა, ერთ დღეში, ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები მაიორსკაიასა და კრასნოგოროვკას მახლობლად, ხოლო ნიკოლაევკა ვტოროისა და ზაიცევოს ტერიტორიებზე ბრძოლები გრძელდება.

„ხერსონის მიმართულებით თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული წარმატებული მოქმედებების შემდეგ, მტერმა ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. არსებული ინფორმაციით, 810-ე ცალკეულმა საზღვაო ბრიგადამ პირადი შემადგენლობის თითქმის 85% დაკარგა. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეები უკიდურესად დაბალ მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობაში იმყოფებიან და მასიურად უარს ამბობენ ომის ზონაში დაბრუნებაზე“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა მოახერხეს მტრის განდევნა ოცზე მეტი დასახლებული პუნქტიდან და ახლა მათზე სრული კონტროლის აღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ განადგურდა Orlan-10 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, Х-59 ტიპის ერთი მართვადი რაკეტა, „კალიბრის“ ტიპის ოთხი რაკეტა და Х -101 ტიპის ხუთი მართვადი რაკეტა. ზუსტდება მტრის ცოცხალი ძალის დანაკარგების რაოდენობა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა