„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - უკრაინულმა ძალებმა რუსეთს დიდი ოპერაციული მარცხი მიაყენეს, თუმცა მიმდინარე კონტრშეტევა ომს არ დაასრულებს

უკრაინულმა ძალებმა სწრაფი კონტრშეტევის შედეგად, ხარკოვის ოლქის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, რუსეთს დიდი ოპერაციული მარცხი მიაყენეს, - ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის შეფასებით, უკრაინის წარმატება განაპირობა ოპერაციის კარგად დაგეგმვამ და აღსრულებამ, რომელიც მოიცავდა ძალისხმევას, მაქსიმალურად გაზრდილიყო ისეთი დასავლური იარაღის სისტემების ეფექტი, როგორიცაა HIMARS.

ამასთან, „ომის შემსწავლელ ინსტიტუტში“ აცხადებენ, რომ მიმდინარე კონტრშეტევა ომს არ დაასრულებს. უკრაინას მოუწევს შემდგომი კონტრშეტევითი ოპერაციების დაწყება, სავარაუდოდ რამდენიმე კონტრშეტევის, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლების დასასრულებლად. „ომი სავარაუდოდ 2023 წლამდე გაგრძელდება“, - აცხადებენ „ომის შემსწავლელ ინსტიტუტში“.

ორგანიზაციის შეფასებით, უკრაინის არმიის მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის დაბრუნებამ ბოლო მოუღო პერსპექტივას, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მიაღწევს ადრე გამოცხადებულ მიზნებს - სრულ კონტროლს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე.

„უკრაინის მიერ იზიუმის აღებამ დაასრულა პერსპექტივა, რომ რუსეთს შეუძლია დონეცკის ოლქში დასახული მიზნების განხორციელება. აპრილის დასაწყისში კიევიდან უკან დახევის შემდეგ, რუსეთის განცხადებული მიზანი იყო ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრული ტერიტორიის დაკავება“, - აღნიშნულია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშში.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს