განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სტუდენტთა დაფინანსებას სახელმწიფო-სასწავლო გრანტით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო-სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღება დაიწყო.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება ელექტრონულად ხორციელდება.

მინისტრის მოადგილის თქმით, სტუდენტთა სახელმწიფო-სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს, წელსაც ითვალისწინებს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობით.

მისივე განცხადებით, 2022 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქმედ 13 კატეგორიას კიდევ ერთი კატეგორია დაემატა – „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათ შვილები“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წინა წლებში მოქმედი შემდეგი სოციალური კატეგორიების დაფინანსებას აგრძელებს:

  • მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მქონე სკოლების კურსდამთავრებულები;
  • სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
  • ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
  • ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;
  • მრავალშვილიანი (4 დამეტიშვილი) ოჯახის წევრები;
  • სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით);
  • სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;
  • აზერბაიჯანულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
  • სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
  • სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი;
  • ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების კურსდამთავრებულები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონეს ტუდენტები;
  • აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები.

განცხადებები მიიღება დღეს დაიწყო და 30 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად ხორციელდება შემდეგ ბმულზე: http://socreg.mes.gov.ge/login/

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.mes.gov.ge/content.php?id=4791&lang=geo

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა