ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთმა, სავარაუდოდ, საკუთარი ჯარების ოკუპირებული ხარკოვის ოლქიდან გაყვანის ბრძანება გასცა

უკრაინის წინსვლის ფონზე, რუსეთმა, სავარაუდოდ, საკუთარი ჯარების ოკუპირებული ხარკოვის ოლქიდან გაყვანის ბრძანება გასცა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების შეფასებით, სამხრეთში უკრაინული შორი მოქმედების არტილერია ახლა ისე ხშირად ურტყამს მდინარე დნეპროს გადასასვლელებს, რომ რუსეთს არ შეუძლია განახორციელოს მათი შეკეთება და ძალების მომარაგების უზრუნველყოფა.

„უკრაინის სწრაფ წარმატებებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რუსეთის საერთო ოპერაციულ გეგმაზე. უკრაინაში განლაგებული ძალების უმეტესი ნაწილი იძულებულია პრიორიტეტი საგანგებო თავდაცვით მოქმედებებს მიანიჭოს“, - აცხადებენ უწყებაში.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ არსებული ვითარების ფონზე რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ ჯარისკაცების ნდობა კიდევ უფრო გაუარესდება.

„დისლოცირებული ჯარისკაცების ისედაც შემცირებული ნდობა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება“, - აცხადებენ უწყებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია