მამუკა მდინარაძე - სოსო გოგაშვილმა თავისი განცხადებები მაშინ დაასრულა, მოსკოვში სიები იგზავნებოდაო რომ ჰყვებოდა - გოგაშვილი საქართველოსა და ქართული პოლიციის წინააღმდეგ არის მხოლოდ „აგენტ-ინსტრუმენტი“

სოსო გოგაშვილმა თავისი განცხადებები მაშინ დაასრულა, მოსკოვში სიები იგზავნებოდაო რომ ჰყვებოდა. გულწრფელად თანავუგრძნობ ყველა ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვში შესათანხმებლად რაღაც სიებს აგზავნის, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართვას, რომელიც „ქართულ-რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობის კონკრეტულ მაგალითებზე" საუბრობს და ამტკიცებს, რომ „ხანდახან ტვირთები ისე გადის, რომ საზღვარზე საერთოდ არ ფიქსირდება“.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, სოსო გოგაშვილი საქართველოსა და ქართული პოლიციის წინააღმდეგ არის მხოლოდ „აგენტ-ინსტრუმენტი“.

"იშვიათად შემხვედრია ისეთი პატიოსანი და პატრიოტი ადამიანი, როგორიც ვახტანგ გომელაურია, სოსო გოგაშვილი კი საქართველოს და ქართული პოლიციის წინააღმდეგ არის მხოლოდ ინსტრუმენტალური აგენტი, აგენტ-ინსტრუმენტი. მას იყენებენ „ტვ პირველის“ ნიუსრუმში მოგონილი ამბების საფუძვლად. მითხარით ერთი ფაქტი იმ დოკუმენტებში, რომელიც მის მონათხრობს ადასტურებდა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო