მამუკა მდინარაძე - ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს

ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს - რეზოლუცია არ დაავიწყდეთ, როდესაც ქართველ ჯარისკაცებს ჩაუწერეს, რომ ომი მათ დაიწყეს, ამაზე რუსეთს ხელი მოუწერეს და სხვისი მხრიდან რუსული ინტერესების გატარებაზე ლაპარაკობენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ცდილობს, იმ ქვეყნის ინტერესებიდან გამოვიდეს, რომელიც აწყობს, „ქართული ოცნება“ კი საქართველოს ინტერესების მიხედვით მოქმედებს.

„ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს. ხან რომელ ქვეყანას უწოდებენ მტრულს და ხან რომელს მოყვარეს. ამას არ აქვს მნიშვნელობა. აგენტი - აგენტია. მტრის ინტერესების გამტარებელი კიდევ უარესია და ბევრად ნაკლები არ არის სხვა ნებისმიერი ქვეყნის ინტერესების გამტარებელზე. ისინი ყოველთვის ცდილობენ, როდის როგორ აწყობთ, იმ ქვეყნის ინტერესი გაატარონ. ჩვენ ვცდილობთ სხვა რამეს - ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოს ინტერესებიდან გადმოვიდეთ. ისინი მერე პიარულად, რუსულ ინტერესებს არქმევენ.

ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან და ყველამ დაიმახსოვროს, რაც არ უნდა რომელი ქვეყნის ინტერესები არ უნდა ატარონ, ელენე ხოშტარიამ რუბლების სანაცვლოდ, სხვამ სხვა რაღაცების სანაცვლოდ, საბოლოო ჯამში, ყველა სხვა ქვეყნის ინტერესი იქნება მეორეხარისხოვანი და პირველ პლანზე საქართველოს ეროვნული ინტერესები იქნება. ამას არ გვპატიობენ, ამისთვის გვებრძვიან.

ერთი მხრივ, რეზოლუცია არ დაავიწყდეთ, როდესაც ქართველ ჯარისკაცებს ჩაუწერეს, რომ ომი მათ დაიწყეს, ამაზე რუსეთს ხელი მოუწერეს და სხვისი მხრიდან რუსული ინტერესების გატარებაზე ლაპარაკობენ და მეორე მხრივ, სხვა ნებისმიერი ქვეყნის ინტერესების გატარება, როცა ეს შეიძლება საქართველოს ინტერესში არ ჯდებოდეს არის ასევე, მოღალატეობრივი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი