„როიტერი“ - გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის მოთხოვნას საბრძოლო ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით, უარით უპასუხა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა უკრაინის მოთხოვნას საბრძოლო ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით, უარით უპასუხა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ მიუწოდებია დასავლური წარმოების ქვეითი საბრძოლო მანქანები ან ძირითადი საბრძოლო ტანკები. ჩვენ შევთანხმდით ჩვენს პარტნიორებთან, რომ გერმანია ცალმხრივად არ განახორციელებს ასეთ ქმედებებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ლამბრეხტის განცხადებას გამოეხმაურა გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივანი კევინ კიუნერტი, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ არ სურთ თანდათან ჩართულნი იქნან ომში.

„ჩვენ არ გვინდა ეტაპობრივად ჩავერთოთ ამ ომში, არ გვინდა ვაიძულოთ რუსეთი, იმოქმედოს ირაციონალურად და შეუტიოს სხვა სახელმწიფოებს“, - განაცხადა მან.

კუნერტმა ასევე დასძინა, რომ უკრაინისთვის აქამდე არცერთ სახელმწიფოს არ მიუწოდებია დასავლური ტანკები. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს წრიულ გაცვლას, ანუ როდესაც საბრძოლო ტანკები გადადის ნატოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ისინი, თავის მხრივ, საბჭოთა ტანკებს აძლევენ უკრაინას.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს