ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლები საპარლამენტო კონტროლის შესახებ მომზადებულ სახელმძღვანელოს გაეცნენ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანა ბუჩუკური და კომიტეტის აპარატის თანამშრომლები პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლის შესახებ მომზადებულ ახალ სახელმძღვანელოს გაეცნენ.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პრაქტიკულ სახელმძღვანელოში თავმოყრილია პარლამენტის რეკომენდაციების, როგორც რეგლამენტით განსაზღვრული საკონტროლო მექანიზმის ეფექტიანი გამოყენების უპირატესობები და პროცედურები. ამასთან, წარმოდგენილია სისტემის განვითარებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები.

სახელმძღვანელო საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატისთვის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, ექსპერტების - კენ მაკინტოშისა და თამარ ჩუგოშვილის მიერ მომზადდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო