ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთში სერიოზული რყევის პროცესი დაიწყო - პირდაპირი მუქარები გამოჩნდა პუტინის მიმართ

უკრაინელებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ, არ იციან ამდენ ტყვეს რა უქნან, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ უკრაინასა და რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

როგორც ვალერი ჩეჩელაშვილი განმარტავს, უკრაინამ დაადასტურა, რომ მას ძალიან კარგად შეუძლია მაღალტექნოლოგიური იარაღის გამოყენება ისე ეფექტურად, რომ ამას დასავლელი ექსპერტებიც არ ელოდნენ.

„უკრაინელები უაღრესად მოტივირებული ოფიცრები და ჯარისკაცები არიან. ისინი საკუთარ სამშობლოს და ოჯახებს იცავენ. რუსის ჯარისკაცებს რა მოტივაცია ჰქონდათ? ეს იყო ძარცვა, ძალადობა. კარგია, როდესაც შენ შეტევაზე ხარ, წარმატების ნიშან-წყალი გასხია, როგორც კი შენი დაცვითი სისტემა ინგრევა და იძულებული ხარ უკან დაიხიო, აქ არანაირ მოტივაციას არ აქვს ადგილი.

უკრაინელებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ, არ იციან ამდენ ტყვეს რა უქნან. რეალურად, მათი დაბინავება, კვება, მოვლა, მინიმუმ 1000 კაცი, ასეთ დინამიურ პროცესში პრობლემაა.

ახლა ის, ვინც აწვდის უკრაინას იარაღს შეექმნათ დამატებითი მოტივაცია, უკრაინამ დაადასტურა, რომ მას ძალიან კარგად შეუძლია მაღალტექნოლოგიური იარაღის გამოყენება ისე ეფექტურად, რომ ამას დასავლელი ექსპერტებიც არ ელოდნენ“,- აღნიშნავს ჩეჩელაშვილი.

მან რუსეთში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთში სერიოზული რყევა დაიწყო, პუტინის მიმართ აშკარა, პირდაპირი მუქარები გამოჩნდა.

„მე ვხედავ რომ შიგნით, რუსეთში დაიწყო სერიოზული მოძრაობა და რყევის პროცესი. მენიშნა ის, რომ რუს მემარჯვენე, რევანშისტულ, იმპერიალურ ძალებსა და გარკვეულ "ტელეგრამ" არხებში აშკარა, პირდაპირი მუქარები გამოჩნდა პუტინის მიმართ. როდესაც ეს არხები პუტინს ადიდებდნენ და ამბობდნენ, ჩვენი გამარჯვებების არქიტექტორია, ახლა პირდაპირი მუქარები გამოჩნდა“,- აღნიშნავს ჩეჩელაშვილი და დასძენს, რომ „პუტინის ერთიანი და შეკრული პოლიტიკის ქვეშ რუსეთი აღარ არის, ომის წარმოების მისი რესურსი შეზღუდულია“.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა