საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ფილიპ რიკერს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩეველთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ელჩ ფილიპ რიკერთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ფილიპ რიკერს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ პოზიციაზე ასეთი გამოცდილი დიპლომატის დანიშვნა საქართველოსა და რეგიონის, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ აშშ-ის მაღალი ინტერესის გამოხატულებაა. თავის მხრივ, ფილიპ რიკერმა დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი. აღინიშნა ამ პროცესში ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების აუცილებლობა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობა. ლაშა დარსალიამ და ფილიპ რიკერმა საუბრისას ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მძიმე ვითარებაზე. მხარეებმა ისაუბრეს ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.

ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აშშ-ის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე კიდევ ერთელ აღინიშნა აშშ-საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა კონფლიქტების მოგვარებისა და რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო