ედინბურგში დედოფალ  ელისაბედ II-სთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობს

შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში დედოფალ ელისაბედ II-სთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ლონდონის დროით 14:00 საათზე ედინბურგის ცენტრში პროცესია გაიმართა და დედოფლის ცხედარი ჰოლირუდის სასახლიდან ედინბურგის საკათედრო ტაძარში გადმოასვენეს. პროცესიას დედოფალის შვილები მიჰყვებოდნენ.

ბრიტანეთის დროით 17:00 საათისთვის ტაძარში სამოქალაქო პირებს შეუშვებენ, რომლებსაც დედოფლისთვის პატივის მიგება სურთ.

მსვლელობის დაწყებამდე ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა და საკათედრო ტაძარში შესასვლელად რიგში დგას.

მობილურ ტელეფონზე აკრძალულია მოვლენების ფოტო და ვიდეო გადაღება, ადამიანებს ასევე სთხოვეს, თან წაეღოთ საკუთარი საკვები და წყალი, რადგან შესაძლოა რამდენიმე საათის ლოდინი მოუწიოთ.

ედინბურგის საკათედრო ტაძარში დედოფალი ელისაბედის ცხედარი ერთი დღე-ღამის განმავლობაში დარჩება, ამის შემდეგ მას ლონდონში გადაასვენებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს