გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, თუმცა ორგანიზაცია აცხადებს, რომ ფაქტობრივი მაჩვენებლები „სავარაუდოდ მნიშვნელოვნად მაღალია“

გაეროს უკანასკნელი მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე თვეში თვეში უკრაინაში, თითქმის, 100 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალი ანგარიშის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ, თითქმის, 6 000-ს მიაღწია.

უფრო კონკრეტულად, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისრის ანგარიშის თანახმად, 24 თებერვლიდან 11 სექტემბრის ჩათვლით კონფლიქტის შედეგად 5 827 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 8 421 კი დაშავდა.

მხოლოდ ამ თვეში გაეროს მისიამ დააფიქსირა 96 უკრაინელი მოკლული და 266 დაჭრილი.

„ფაქტობრივი მაჩვენებლები სავარაუდოდ მნიშვნელოვნად მაღალია“ , - აცხადებს ორგანიზაცია, რომლის მიხედვითაც, ინფორმაციის მოძიება და გადამოწმება კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში რთულია.

მოხსენების თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი ძირითადად, მძიმე არტილერიით დაბომბვის, რაკეტების, საჰაერო თავდასხმების და სხვა ფართო რადიუსის ასაფეთქებელი იარაღით იყო გამოწვეული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა