კახა ქემოკლიძე - საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას,საქმე უნდა გავურჩიოთ, მაგიდაზე დაიდოს საგამოძიებო სტრატეგია - გომელაურზე ჯოხს რომ ტეხავენ, არ მიმაჩნია სწორად, არ მაქვს ილუზია, რომ გაიღვიძა და გადაწყვიტა, მოდი, ბორტნიკოვს შევხვდებიო

საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ - ბატონ გომელაურზე რომ ტეხავენ ჯოხს, სწორად არ მიმაჩნია, არ მაქვს იმის ილუზია, რომ გომელაურმა გაიღვიძა და გადაწყვიტა, მოდი, ახლა ბორტნიკოვს შევხვდებიო, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მან სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილის, განცხადება შეაფასა, სადაც სოსო გოგაშვილი „ქართულ-რუსული სპეცსამსახურების“ თანამშრომლობის კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ „ხანდახან ტვირთები ისე გადის, რომ საზღვარზე საერთოდ არ ფიქსირდება“.

როგორც ქემოკლიძე განმარტავს, ვახტანგ გომელაური ბორტნიკოვთან შეხვედრასთან დაკავშირებით დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებდა და ბიძინა ივანიშვილის გარდა, სხვა ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

„საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, ამას ჩვენ მხარს დავუჭერთ. მსგავსი ტიპის ბრალდება, როდესაც ჟღერდება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მისამართით კონკრეტული დეტალების დონეზე, ვინ უნდა გამოიძიოს, თუ არა საგამოძიებო კომისიამ პარლამენტში. სხვა რა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვთ? რას მიკეთებენ პარლამენტში, თუ ამაზე მნიშვნელოვან საქმეს არ გააკეთებენ?დაადგინონ, შეესაბამება თუ არა ეს კონკრეტული ბრალდება სიმართლეს, ან რა პროცენტით? საუბარია 4-5 საკვანძო დეპარტამენტზე, სამ უწყებაში. საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, ამ ადამიანებს საქმე უნდა გავურჩიოთ. მაგიდაზე უნდა დაიდოს საგამოძიებო სტრატეგია.

ბატონი გომელაური ახლა უნდა დავიცვა. ბატონ გომელაურზე ჯოხს რომ ტეხავენ, ბორტნიკოვს შეხვდი, გადახვედი და გადმოხვედი და ასე შემდეგ, არ მიმაჩნია სწორად. ჩემი აზრით, თეორიული საგამოძიებო დაშვება რომ გავაკეთოთ, გადასული იყო ბორნიკოვთან შესახვედრად, ვახტანგ გომელაური თვითონ მოიფიქრებდა იდეაფიქსი მაქვს ბორტნიკოვს შევხვდეო? ვფიქრობ, ბატონი ივანიშვილის გარდა, სხვა ამ გადაწყვეტილებას ვერ და არ მიიღებდა. თეორიული დაშვების დონეზე, რომ გავაკეთოთ, როგორ ფიქრობთ, როდესაც გადადიხარ და ხვდები ბორტნიკოვს, რუსები არ ჩაგწერდნენ? თქვენ გგონიათ, რომ რუსები არ ჩაწერდნენ საქართველოდან გადასულ მაღალი თანამდებობის პირებს? მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ გომელაურმა გაიღვიძა და გადაწყვიტა, მოდი, ახლა, ბორტნიკოვს შევხვდებიო“,- აღნიშნავს ქემოკლიძე.

როგორც ქემოკლიძე განმარტავს, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის, შსს მინისტრობისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნობისას, ის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ჩამკეტი და სანდო პარტნიორი იყო დასავლელი პარტნიორებისთვის.

გადაცემაში მან ე.წ. ოთხეულის განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რუსეთის აგენტობიდან ამერიკის აგენტობამდე ერთი ნაბიჯი ყოფილა“.

გიორგი გახარია პრემიერობისას, შსს მინისტრობისას და უსაფრთხოების საბჭოს მდივნობისას ერთ-ერთი ყველაზე მყარი ჩამკეტი და სანდო პარტნიორი იყო დასავლელი პარტნიორებისთვის. როდესაც იძახიან, ამერიკის აგენტები და ასე შემდეგ... ხომ ხედავთ, რუსეთის აგენტობიდან ამერიკის აგენტობამდე ერთი ნაბიჯი ყოფილა. ამ წერილის ავტორს, ბიძინა ივანიშვილს ერთ რამეში ვეთანხმები, აგენტობა გინდა რუსეთის იყავი, გინდა ამერიკის, პრობლემაა“,- აღნიშნავს ქემოკლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა