ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართულებით განხორციელებული პროვოკაციული, აგრესიული ქმედებების შესახებ, რასაც თან ახლდა საარტილერიო დაბომბვა და მსხვილ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლის გახსნა“.

ნიკოლ ფაშინიანმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მიუღებლად მიიჩნია აზერბაიჯანული მხარის ქმედებები და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაგირების მნიშვნელობას.

ამასთან, სომხეთის პრემიერი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსაც ესაუბრა.

მისი თქმით, წუხელ აზერბაიჯანმა დაიწყო პროვოკაციული და აგრესიული სამხედრო ოპერაციები სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ საზღვრის სხვადასხვა მიმართულებით, ღრმა შეშფოთება გამოხატა შექმნილი ვითარების გამო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაგირების მნიშვნელობას.

სომხური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მაკრონმა დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია მიუღებლად მიიჩნია და ხაზი გაუსვა სიტუაციის დეესკალაციის აუცილებლობას.

შეგახსენებთ, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მოხდა, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა. მხარეები კონფლიქტსა და ზარალზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო