სომხური მხარის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მოწინააღმდეგე  არტილერიის, ნაღმმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას აგრძელებს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დროისთვის ვითარება არ შეცვლილა. საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთში პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს, - ინფორმაციას სომხური მედია თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერზე, არამ ტოროსიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოწინააღმდეგე აგრძელებს არტილერიის, ნაღმმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატების და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ვარდენისის, სოტკის, არტანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებით, მიზანში იღებს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა მან.

არამ ტოროსიანის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები ადეკვატურად პასუხობენ და სრულად ასრულებენ მათ წინაშე დასახულ საბრძოლო ამოცანას.

„შექმნილ ვითარებაზე და მის შემდგომ განვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება“, - განაცხადა ტოროსიანმა.

მისი თქმით, სომხური მხარის დანაკარგების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო