აზერბაიჯანის საგარეო უწყება - სომხებმა დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებებით ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოაწყვეს

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებებით ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოაწყვეს, - ამის შეახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

“აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის ტერიტორიების დანაღმვა სხვადასხვა მიმართულებით აწარმოეს. გარდა ამისა, სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში სხვადასხვა ტიპის იარაღით, მათ შორის ნაღმმტყორცნებით.

შედეგად გვაქვს მსხვერპლი ჩვენი შეიარაღებული ძალების პერსონალს შორის, დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა”, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პროვოკაციის აღსაკვეთად, აღნიშნული მიმართულებით დისლოცირებულმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა საპასუხო ზომები მიიღეს.

ამასთან, უწყების მტკიცებით, სომხეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიის მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე, ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და სომხური მხარის მიერ გავრცელებული მორიგი დეზინფორმაციაა.

“სომხური მხარის მორიგი აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებს შორის ხელმოწერილი სამმხრივი განცხადებების დებულებებისა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმებების უხეში დარღვევა”, - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო