საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არასამთავრობო სექტორთან მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრას მართავს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არასამთავრობო სექტორთან მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრას მართავს. როგორც ოპოზიციონერები მედიასთან აცხადებენ, რეფორმა უნდა მოიცავდეს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების, ასევე მოსამართლეების და სასამართლოს თავმჯდომარეების როლს, მოსამართლეთა შერჩევა- დანიშვნას, დისციპლინირებას და ა.შ.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ყველა მნიშვნელოვან კარიერულ ეტაპზე, რაც მოსამართლემ უნდა გაიაროს, ის მოწყვლადია გავლენიანი ჯგუფის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეა მოწყვლადი. მისივე განცხადებით, თუკი კონკრეტული მოქალაქის საქმით ვინმე დაინტერესდება, საქმის განმხილველ მოსამართლეზე ზემოქმედების 10-ზე მეტი ბერკეტი აქვს სისტემას და მნიშვნელოვანია მას ეს ბერკეტები გამოეცალოს.

"რეფორმა რეფორმისთვის ვერ ჩაითვლება 12 პუნქტის შესრულებად და ამის გამო საქართველოს არავინ მისცემს სტატუსს. ჩვენ გვჭირდება რეალური რეფორმა, რომელიც პრობლემებისთვის თვალის გასწორებით უნდა განხორციელდეს. დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი აქტუალური საკითხია საბჭოს დაკომპლექტება, რადგან თვეებია უმრავლესობა ბლოკავს პარლამენტში ამ საკითხს, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი საკითხი, რადგან რეფორმა ბევრ სხვა თემას ერთდროულად უნდა შეეხოს",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა