ტოივო კლაარი - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ ბრძოლები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ ბრძოლები და ინტენსიური დაბომბვა, რომლის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი მჭიდრო კავშირშია მხარეებთან, რათა ხელი შეუწყოს დეესკალაციას.

შეგახსენებთ, წუხელ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მოხდა, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა. მხარეები კონფლიქტსა და ზარალზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა