20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რამდენიმე პირი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული დავით ხარჭიაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, მოკლული ახალგაზრდა მისი მეგობარი იყო და მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

"მირიანი ჩემი ბავშვობის ძმაკაცი იყო, ძალიან მძიმედ გადამაქვს მისი ჩემ გვერდით არყოფნა, ხულიგნობის ბრალდებაში მე დამნაშავედ არ ვგრძნობ თავს, დამნაშავედ ვგრძნობ თავს, ჩემ ძმაკაცს ყურადღება რომ დავაკელი და სიკვდილმა ხელიდან წამართვა",- განაცხადა ხარჭიაშვილმა.

კიდევე ერთი დაკავებულის, ოთარ კვირაიას განცხადებით, მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ცრუ ინფორმაცია მისი მძიმე მდგომარეობით იყო გამოწვეული.

„მირიანი ჩემი ნათესავი, ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, მასზე ახლო ცხოვრებაში არავინ დამიკარგავს, ჩემი არასწორი ჩვენებაც იმით იყო გამოწვეული, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, მირიანი ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრების ნაწილია",- განაცხადა კვირაიამ.

ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ გრძნობს კიდევ ერთი ბრალდებული, ირაკლი ასლანაძე.

„მე თავს ხულიგნობაში დამნაშავედ არ ვცნობ, ვფიქრობ, რომ დამნაშავე ვარ და არა მხოლოდ მე ვარ დამნაშავე, რომ სიტუაციის განეიტრალება ვერ მოვახერხე და უფრო დაკვირვებული რომ ვყოფილიყავი, ჩემი ბავშვობის მეგობარი არ გარდაიცვლებოდა",- განაცხადა ასლანაძემ.

ამ წუთებში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დავით ჯიჯეიშვილისა და კიდევ 8 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მათ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა ხდება.

ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში ორი თვის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის - ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცავები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ