იაგო ხვიჩია - ქართველი ხალხი არ ფიქრობს ორ წელში არჩევნები როგორ ჩატარდება, ახლა ხალხი სხვა რამეს ელოდება

გარდამტეხი მომენტები დგება მსოფლიო პოლიტიკაში, რომლის ნაწილიც ჩვენ ვიქნებით. ნაცვლად იმისა, ამაზე ვისაუბროთ, ვამბობთ, რომ ორ წელში იქნება ელექტრონული არჩევნები - ქართველი ხალხი არ ფიქრობს ორ წელში არჩევნები როგორ ჩატარდება, ახლა ხალხი სხვა რამეს ელოდება,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი როლი ვიპოვოთ გარდამტეხ მომენტში, როცა „მსოფლიო გვიცნობს არა როგორც უკრაინის გულშემატკივარს, არამედ უკეთეს შემთხვევაში როგორც სილაში თავჩარგულს“, ამ საკითხზე საუბარი მნიშვნელოვანი თემებიდან უმნიშვნელოზე ყურადღების გადატანას ემსახურება.

„ჩვენ ზოგადად, არ ვართ წინააღმდეგი ელექტრონული არჩევნების, პირიქით, ვითხოვდით კიდეც. უბრალოდ ახლა რა შუაშია? არჩევნებამდე დარჩენილია 2 წელი, გადამწყვეტ ფაზაშია რუსეთ-უკრაინის ომი, იწყება ახალი კონფლიქტი ჩვენს სამეზობლოში, მთელი სამყარო გვიცნობს, როგორც არა უკრაინის გულშემატკივარს, არამედ როგორც ყველაზე კარგ შემთხვევაში სილაში თავჩარგულს და ასეთ პირობებში, დგება გარდამტეხი მომენტები მსოფლიო პოლიტიკაში, რომლის ნაწილიც ჩვენ ვიქნებით, ნაცვლად იმისა, რომ ამაზე ვისაუბროთ, საკუთარი როლი ვიპოვოთ, არ ვიყოთ წაგებული რუსეთის მხარეს - ასე არ გამოჩნდეს, ამის ნაცვლად ვამბობთ, რომ ორ წელში იქნება ელექტრონული არჩევნები. ახლა სხვა რამეს ველოდებით, ახლა ქართველი ხალხი არ ფიქრობს იმაზე, 2 წელში არჩევნებს ელექტრონულად ჩავატარებთ თუ არა, ეს არ არის ახლანდელი გამოწვევა, წინააღმდეგი კი არ ვარ, ამასთან ერთად თუ დღევანდელ გამოწვევებსაც ვიტყვით, არ ვარ, მაგრამ ეს მგონია რეალური თემებიდან უმნიშვნელო თემაზე ყურადღების გადატანა. ელექტრონულად ხმის მიცემა - ამ სიტყვების ერთობლიობა არასაკმარისია რომ გიპასუხოთ, შეიძლება ახლდეს თუ არა ამას რაიმე უარყოფითი, ამისთვის უნდა ვიცოდე, ეს როგორ ხდება, რამდენად არის დაცული უსაფრთხოება“, - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო