გიორგი ვაშაძე - მონაწილეობას არ მივიღებთ იმ თაღლითურ სქემაში, რომელსაც „ოცნება“ აბლაბუდასავით ხლართავს - მოვუწოდებთ ოპოზიციას: მგლის თავზე სახარების კითხვას შევეშვათ და „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია მოვახდინოთ

ჩვენ არცერთ შემთხვევაში მონაწილეობას არ მივიღებთ იმ თაღლითურ სქემაში, რომელსაც “ქართული ოცნება“ აბლაბუდასავით ხლართავს - უფრო მეტიც, მოვუწოდებთ ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებს: მგლის თავზე სახარების კითხვას შევეშვათ და “ქართული ოცნების“ ლუსტრაცია მოვახდინოთ, - ეს განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით გააკეთა.

ვაშაძე ომბუდსმენის შერჩევის ახალ პროცედურებსა და პროცესს “ფარსს“ უწოდებს.

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის აზრით, პროცესში “არანაირი სამუშაო ჯგუფი, რაღაც კვაზი და უბედურ კრიტერიუმებთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილთან არ უნდა იყოს“, რომელიც მისივე თქმით, “არარაობაა, პარლამენტში არაფერს წარმოადგენს და მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც ჩასძახებენ“.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, ოპოზიციამ სახალხო დამცველის პოსტზე ერთობლივად ავტორიტეტული სამოქალაქო სექტორის მიერ შერჩეული კანდიდატები უნდა დაასახელოს.

“რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ“ და რა კანონი მიიღო?! - იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციურ ჯგუფებს, ფრაქციებს, 7-კაციან ჯგუფებს შეგვეძლოს კანდიდატების პირდაპირ პლენარულ სხდომაზე დაყენება და ვაპირებდით, რომ სამოქალაქო სექტორიდან ყველაზე ღირსეული აგვერჩია და დაგვეყენებინა, ფაქტობრივად, წინარე პროცედურა შექმნა, რითაც უნდათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ფილტრი გააკეთოს ვიღაც აკადემიურ წრეებთან ერთად - ისეთივე უნამუსო აკადემიურ წრეებთან ერთად, რომელიც მაგალითად ცესკოს თავმჯდომარისა და მისი წევრების შერჩევის პროცესშია, რომლებიც კონკრეტულ კანდიდატებს ხელს სუს-ის დავალებით აწერენ. ამის შემდეგ, უნდა გავმართოთ უაზრო მსჯელობა - ვინ კარგია, ვინ ღირსეული და ვინ უღირსი?!

არ ვიცი, ოპოზიციის ნაწილმა სახალხო დამცველის შერჩევის კანონის პროექტს მხარი პირველი მოსმენით რატომ დაუჭირა. კარგია, რომ მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირეს. ეს კანონპროექტი მდგომარეობას აუარესებს და შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ სამოქალაქო სექტორის მიერ წამოწყებული პროცესი ჩაიშალოს. მათ მიერ მოყვანილი აკადემიური წრეების შეფასებული კანდიდატები რად მინდა და რაში მჭირდება?! ეს თაღლითური სქემა მხოლოდ იმისთვის არის შექმნილი, რომ ორი ხმა რომელიმე ოპოზიციური პარტიიდან მიიღონ და პროცესი "გაუპრაონ". ვინც მათ ორ ხმას დაუმატებს, პირდაპირ ვიტყვი, რომ ის ოპოზიცია არ არის და არის "ქართული ოცნება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა