სომხეთის თავდაცვის უწყება - სომხეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრები აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ

სომხეთის თავდაცვის უწყება - სომხეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრები აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, სურენ პაპიკიანსა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სურენ პაპიკიანმა რუს კოლეგას გააცნო ის ვითარება, რომელიც შეიქმნა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სურენ პაპიკიანმა და სერგეი შოიგუმ მიაღწიეს შეთანხმებას სიტუაციის სტაბილიზაციისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე.