გიორგი ვაშაძე - მაღალმთიანი რეგიონები და ეთნიკური უმცირესობით დასახლებული ადგილები უნდათ, რომ არჩევნების გაყალბებისთვის დაიტოვონ - თაღლითობაში არ გავყვებით!

მაღალმთიანი რეგიონები და ეთნიკური უმცირესობით დასახლებული ადგილები უნდათ, რომ გაყალბებისთვის დაიტოვონ. აი ეს არის რეალობა თუ რატომ გამოვიდა ამ ინიციატივით კობახიძე, - ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მმართველი პარტიის ინიციატივას ელექტრონული არჩევნების ჩატარების თაობაზე.

როგორც ვაშაძე აცხადებს, მმართველი პარტია „ამ თაღლითობას ვერ მიღებს“.

„თბილისში გაყალბების მექანიზმი უფრო ნაკლებია, ვიდრე ნინოწმინდაში. ნინოწმინდის ხმებით გვიბალანსებს საკუთარ პროცენტს ბატონი კობახიძე, ჰოდა, ამ თაღლითობას ვერ მიიღებს და ვერ "გაუპრავებს" ვერავინ. პირველი ელექტრონულ სისტემას ვითხოვდით ჩვენ, ოღონდ არა 70% -ში, არამედ 100 %-ში. მაღალმთიანი რეგიონები და ეთნიკური უმცირესობით დასახლებული ადგილები უნდათ, რომ გაყალბებისთვის დაიტოვონ, აი, ეს არის რეალობა თუ რატომ გამოვიდა ამ ინიციატივით კობახიძე, სამ წელიწადში თუ ორ წელიწადში ვერ შევძლებთ ასივე პროცენტის დაფარვასო. 100-ვე პროცენტში უნდა იყოს და თუ ვინმე მეტყვის, რომ 100-ვე პროცენტში შეუძლებელია, ის არის ჩვეულებრივი მატყუარა და თაღლითი. ჩვენ ამ თაღლითობაში არ გავყვებით და კობახიძეს ვეუბნები არა 70% , არამედ ასივე პროცენტი უნდა დაიფაროს. ჩვენი ინიციატივა იყო ეს და ტექნოლოგიების გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ მეტყვის ნინოწმინდაში არ არის რაიონული ცენტრი და ამიტომ არ ვაყენებ ამ აპარატურასო, ეს ნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბება უნდა. სოსო გოგაშვილის ფაილებში ხომ ნახეთ, 2018 წლის არჩევნებში რითი გაძვრნენ? - ნინოწმინდით, ახალქალაქით, გარდაბნით, დმანისით, აჭარის მაღალმთიანეთით, სადაც არჩევნები უბრალოდ კი არ გააყალბეს, ტოტალურად გააყალბეს და ოქმები გადაწერეს. ჯერ პატარა რაიონები დაფაროს და შემდეგ - თბილისი, რადგან დედაქალაქში გაყალბების მექანიზმი უფრო ნაკლებია, ვიდრე ნინოწმინდაში“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

“ქართული ოცნება“ საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის. როგორც “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი იქნება, რომელიც არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს. კობახიძის ინფორმაციით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო