ადვოკატის განცხადებით, „დირსის“ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულს ბრალი ერთადერთი მიზნით დაუზუსტდა, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა არ განიხილონ

ადვოკატ სულხან კომახიძის განცხადებით, „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ დოჩიას ბრალი ერთადერთი მიზნით დაუზუსტდა, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ განეხილა.

როგორც კომახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პროკურორმა ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მუხლი მოუხსნა მაშინ, როდესაც აღნიშნულის შედეგად ადამიანია გარდაცვლილი.

,,ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ ეს საქმე არ განეხილათ ნაფიც მსაჯულებს, ზუსტად ამიტომ, პროკურორმა მოძებნა მუხლი და ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება, მოუხსნა ადამიანს განზრახ მკვლელობის მუხლი მაშინ, როდესაც ადამიანი გარდაცვლილია იმიტომ, რომ მისი საქმე არ განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა.

ყველა უწყება და იურისტი ვთანხმდებით, რომ ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა უნდა გავაფართოოთ, უფრო მეტი საქმე უნდა განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა, მაგრამ სხვაგვარ, არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ.

მოსამართლეს ჰქონდა გამოსავალი და შეეძლო წარდგინებით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომ ეკითხა ამ მუხლის გამოყენება იქნებოდა თუ არა კონსტიტუციური”, - აღნიშნა სულხან კომახიძემ.

ამასთან, აღნიშნული საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, კვალიფიკაციის დაზუსტება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზის, შეფასებისა და სამეციდინო ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე განხორციელდა შესაბამისად, გრიგოლ დოჩიას არაფერის უფლება არ წართმევია.

ცნობისთვის, ,,დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ დოჩიას, ბრალი დაუზუსტდა და 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლი მოეხსნა. ამრიგად, ბრალდების მხარე გრიგოლ დოჩიას 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, ასევე 150-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავება რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იძულებას გულისხმობს.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს