პროკურატურამ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს განზრახ მკვლელობის, მეორე პირს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე  ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარების ფაქტზე ერთ პირს, მეორე პირს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, ვ.გ.-მ პირადი დაპირისპირების გამო, „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტიდან ავტომანქანაში მყოფი გ.რ.-ს მიმართულებით გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად მიღებული დაზიანებით დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ რ.ჭ-მ, რომელიც დაზარალებულთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

„ვინაიდან ვ.გ. თავს არიდებს გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ის სამართალდამცველებმა 12 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საგარეო პოლიტიკა არ არის აცდენილი ერთმანეთს - დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უარყოფის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის გარეშე არ მიღებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას