ანდრეი ერმაკმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეკომენდაციები წარადგინეს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა და ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეკომენდაციები წარადგინეს, რომელიც შემუშავებულია პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მითითებების შესაბამისად, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია მდგომარეობს მის უნარში, დაიცვას თავი აგრესორისგან გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის მიხედვით.

„ამისათვის უკრაინას სჭირდება რესურსები მნიშვნელოვანი თავდაცვითი ძალის შესანარჩუნებლად, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს და შეიარაღებულ ფორმირებებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რეკომენდაციების თანახმად, ეს მოითხოვს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში მდგრადი ინვესტიციების განხორციელების ძალისხმევას ათწლეულობის განმავლობაში, იარაღის მასშტაბურ გადაცემას და მოკავშირეების მხრიდან დაზვერვის კუთხით აღმოჩენილ მხარდაჭერას, ინტენსიურ სასწავლო მისიებს და ერთობლივ წვრთნებს ევროკავშირისა და ნატო-ს დროშების ქვეშ.

„უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული; ისინი ასახავენ უკრაინასთან ერთად გარანტორთა ჯგუფის მიერ აღებულ ვალდებულებებს. მათი შესრულება უნდა იყოს, იურიდიულად და პოლიტიკურად სავალდებულო, ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, მაგრამ გაერთიანებული ერთობლივი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტში, სახელწოდებით, „კიევის უსაფრთხოების შეთანხმება“. გარანტიების პაკეტი მოიცავს სამხედრო, ფინანსური, ინფრასტრუქტურული, ტექნიკური და საინფორმაციო ხასიათის პრევენციულ ზომებს ახალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად, ასევე ზომებს, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ახალი ხელყოფის შემთხვევაში. გარდა ამისა, „კიევის უსაფრთხოების შეთანხმების“ სტრუქტურა მოიცავს სრულფასოვან სანქციების პაკეტს აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ასევე შეიძლება შეიცავდეს დამატებით კომპონენტებს, როგორიცაა შეთანხმებები უკრაინის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის/რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით უზრუნველყოფის შესახებ, რეგიონალურ შეთანხმებებს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების შესახებ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, რეკომენდაციებში ხაზგასმულია, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ ანაცვლებს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ამბიციას.

„ეს მისწრაფება დაცულია უკრაინის კონსტიტუციაში და არის უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილება. უკრაინა ასევე ადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა გრძელვადიან პერსპექტივაში გააძლიერებს უკრაინის უსაფრთხოებას. დღეს წარმოდგენილი არანაირად არ არყევს ამ მიზნებს, არამედ უზრუნველყოფს, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად ნებისმიერ ვითარებაში“, - აღნიშულია დოკუმენტში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო