მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - საუკეთესო რეცეპტი მდგრადი ეკონომიკის ასაშენებლად რეფორმების განხორციელებაა

ჩვენ ვხედავთ რეფორმებზე მდგრადი ფოკუსირების სარგებელს, ყოველთვის ვამბობ, რომ საუკეთესო რეცეპტი მდგრადი ეკონომიკის ასაშენებლად, რეფორმების განხორციელებაა, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ანა ბიერდემ განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წელი კოვიდთან ერთად, რა თქმა უნდა, რთული წელი იყო მსოფლიოსთვის და საქართველოსთვისაც, 2021 წელს კი მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.

„ბოლო რამდენიმე წელი წარმოუდგენლად რთული იყო. გვქონდა 2020 წელი კოვიდთან ერთად. რა თქმა უნდა, რთული წელი იყო მსოფლიოსთვის და საქართველოსთვისაც. 2021 წელი აღმშენებლობის წელი იყო. საქართველომ წარმოუდგენლად კარგად მიაღწია ზრდას და წელსაც იყო სხვადასხვა ეტაპი. ვიცოდით, რომ 2022 შეიძლებოდა არ ყოფილიყო ისეთი ძლიერი, როგორც 2021, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ რეგიონში, რეალურად არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდის ტემპები, და ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ვნახეთ ტურიზმის განახლება რეგიონში, რაც ძალიან კარგია. ჩვენ ვხედავთ ძლიერ საგარეო მოთხოვნებს ექსპორტზე, რაც ასევე კარგია და ჩვენ ასევე ვხედავთ რეფორმებზე მდგარი ფოკუსირების სარგებელს, რომელზეც მე ყოველთვის ვამბობ, რომ საუკეთესო რეცეპტია მდგრადი ეკონომიკის ასაშენებლად რეფორმების განხორციელება“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ წელს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობის 30 წლისთავი აღინიშნება.

„წელს ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოსთან პარტნიორობის 30 წელი. ალბათ საუკეთესო გზაა პასუხის გასაცემად კითხვაზე, რა გამოწვევები დგას საქართველოს წინაშე, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც ვდგავართ რეგიონში და მართლაც მსოფლიოში, ამ კითხვაზე პასუხის საუკეთესო გზა არის თვალის გადავლება იმისთვის, თუ როგორ განვითარდა საქართველო ამ 30 წლის განმავლობაში. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დაწყებული დამოუკიდებლობის შემდგომი პირველი წლები ძალიან, ძალიან რთული იყო, მაგრამ საქართველო, თავდადებითა და კრეატიულობით, რეალურად გაუმკლავდა გამოწვევებს ნელ-ნელა, ფოკუსირება მოახდინა მომსახურების მიწოდებაზე, რაც კვლავაც ძალიან მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, კლიმატის საკითხებითა და მდგრადობის გათვალისწინებით, ასევე ინსტიტუციების აშენების გაგრძელებით. ინფრასტრუქტურა კვლავ მნიშვნელოვანია, მაგრამ ინფრასტრუქტურა, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის მისწრაფებებთან, მოიზიდოს კერძო სექტორი და შექმნას სამუშაო ადგილები. ასე რომ, თქვენ უნდა განიხილოთ ეს საკითხი ყოვლისმომცველად და რაც მთავარია, განიხილოთ ადამიანური რესურსებისა და კაპიტალის განვითარება“, - აღნიშნა ანა ბიერდემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო