პაატა მანჯგალაძე - მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება არის მცდელობა, მარეგულირებელი ცენზორად მოევლინოს მედიას

ცენზურის შესაძლებლობა მარეგულირებელს კიდევ უფრო ეზრდება. ეს არ არის დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებათა პროექტს, რომლის მიხედვითაც სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება.

პაატა მანჯგალაძის განაცხადებით, ეს არის მცდელობა, რომ მარეგულირებელი იქცეს არა მედიაგარემოს ხელშემწყობად, არამედ ცენზორად.

“რაც ვნახეთ მარეგულირებლის ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებები, სანქციებს ადებს გასული კლიპების გამო მედიებს, ეს არის შინაარსში შესვლა და მცდელობა, რომ მარეგულირებელი იქცეს არა მედიაგარემოს ხელშემწყობად, ცენზორად მოევლინოს მედიას.

ვინ არის სიძულვილის ენის გამავრცელებელი რეალურად? - ბორჯომში სტიქიიდან ან დაუდევრობიდან გამომდინარე გაჩნდა ხანძარი, მაღალი ალბათობით, ყველას გული შეგვტკიოდა, პრემიერ-მინისტრმა სპეციალური გამოსვლა მიუძღვნა მთავრობის სხდომაზე და თქვა, ეჭვი გააჩინა, რომ დივერსიული ჯგუფები... სიძულვილის ენა ეს არის, ხალხს გეშავს ჩემზე, არასწორ მიმართულებას აძლევს და ეუბნება, რომ შეიძლება პაატა მაჯგალაძემ გააჩინა ხანძარიო. ღარიბაშვილზე კი არ გავრცელდება შემდეგ ეგ რეგულაცია, ვითომ ევროპული, რეგულაციას გაავრცელებენ მე რომ პასუხს გავცემ ღარიბაშვილს და ვეტყვი, რომ შენ ცოლს რატომ გაუფორმე 5 000 კვადრატული მეტრი ტყე? სიძულვილში ჩამითვლის მარეგულირებელი და დამაჯარიმებს მე და არა ღარიბაშვილის ცოლს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძემ გადაცემაში ელექტრონული არჩევნების შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივის შესახებაც ისაუბრა.

პაატა მანჯგალაძის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა არაფერს ნიშნავს, მთავარია, რა ტიპის და რომელიც ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება არჩევნები.

„დასწრებაზე მუშაობს კობახიძე. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ პრეზენტაცია გავაკეთოთ და ვმუშაობთ ამ კონკრეტული მიმართულებით, რომ მხოლოდ ელექტრონული არჩევნები კი არ იყოს, არამედ მოვაწესრიგოთ უცხოეთში მცხოვრები ქართველების არჩევნებში მონაწილეობის საკითხიც.

ყური აქვთ მოდებული. ჩემი ინფორმაციით, ტოტალური მოსმენა მიდის საპარლამენტო ოთახებისაც და ბევრჯერ ვნახეთ, რომ დასწრებაზე მუშაობენ. ახლაც არაფერ შუაში არ იყო და გამოვარდა ეს ინიციატივა იმიტომ, რომ კონკრეტული თარიღი დავასახელეთ, როცა პრეზენტაცია უნდა გავაკეთოთ. არა უშავს, კარგ იდეებში კონკურენცია კარგია, მაგრამ, როგორც ამბობენ, ეშმაკი დეტალებში იმალება, „ელექტრონული არჩევნები გვინდა“ არაფერს არ ნიშნავს, რა ტიპის? როდის? რომელი ტექნოლოგიის გამოყენებით? სივრცეები გაყალბების, არაქართული რაიონები, რეგიონები, კვლავ დარჩება მანიპულაციისთვის „ქართული ოცნება“ თუ სრულად გადავალთ ელექტრონული მთვლელების გამოყენებაზე,სადაც მანიპულაციის ნაკლები რისკი და საფრთხეა?

ამიტომ უცხოეთში თანამემამულეების მონაწილეობა არჩევნებში, ტექნოლოგიების გამოყენება თვლების დროს სრულად, არანაირი 30%-ში არა და 70-ში კი, ყველგან“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის