სებასტიან მოლინეუსი - მიმაჩნია, რომ განათლება, რომელიც ორიენტირებულია მსოფლიო დონის საგანმანათლებლო სისტემაზე, მნიშვნელოვნად წაადგება საქართველოს

არასოდეს არსებობს ერთი რამ, რაც ეკონომიკის წინსვლას უზრუნველყოს, თუმცა, მიმაჩნია, რომ სხვა რეფორმებთან ერთად, განათლება, რომელიც ორიენტირებულია მსოფლიო დონის საგანმანათლებლო სისტემაზე, მნიშვნელოვნად წაადგება საქართველოს, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან იმ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რაც მსოფლიო ბანკმა საქართველოს პარტნიორობის 30 წლის მანძილზე აღმოუჩინა.

„მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის 30 - წლიანი პარტნიორობა აღინიშნება. ამაყი ვარ, როცა ვიხსენებ ამ მართლაც, ღირსშესანიშნავ და ძალიან უნიკალურ ურთიერთობას. რატომ არის უნიკალური? - ჩვენ საქართველოს გამოვუყავით დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება ბოლო 30 წლის განმავლობაში უამრავი პროექტისთვის, ენერგო სისტემის საიმედოობის გასაზრდელად, ახალი სკოლებისა და საავადმყოფოების ასაშენებლად, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურულ პროექტზე ფოკუსირებისთვის, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი და სხვა“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობამ დროის გამოცდას გაუძლო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა