ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კანონპროექტები, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციას ეხმიანება, პარლამენტში კვირის ბოლომდე დაიინიცირდება

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ შემუშავებული კანონპროექტები, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციას ეხმიანება, კვირის ბოლომდე პარლამენტში დარეგისტრირდება და საჯარო გახდება.

აღნიშნულის შესახებ ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკვე მზად არის სასამართლო რეფორმასთან და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული კანონპროექტები, ასევე მზადდება ანტიკორუფციული მიმართულებით კონკრეტული ინიციატივებიც.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმის მიმართულებით იუსტიციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და ასევე, დამოუკიდებელი წევრების არჩევის საკითხი, საარჩევნო კოდექსით არის განსაზღვრული კარგი ინიციატივები, რომელიც ეხება ელექტრონული არჩევნების 100 პროცენტით ჩატარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე უცხოელ თანამემამულეებისთვის ელექტრონული არჩევნების გავრცელებას, ასევე მნიშვნელოვანია ცესკოს წევრების არჩევის საკითხი, ანტიკორუფციული მიმართულებით მომზადდება ასევე კონკრეტულო კანონპროექტები, რაც თანხვედრაშია 12 ნაბიჯთან, რომელიც არასამთავროვო ორგანიზაციებმა გააჟღერეს. ამიტომ კვირის ბოლომდე ყველა ამ საკითხის ინიციირება და გასაჯაროება მოხდება", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო