შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის შესახებ ცნობებით, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით შეშფოთებულია, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ძალადობის დასასრულებლად ამერიკული მხარე აქტიურადაა ჩართული სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებთან.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმითვე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს
.„სახელმწიფო მდივანი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ესაუბრა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მხარეებს, აღადგინონ პირდაპირი საკომუნიკაციო არხები, როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო“, - დასძინა კირბიმ.