აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებებით ჩვენს პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებებით ჩვენს პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვიეს და ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებებით ჩვენს პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სომხებმა ცეცხლი 13-14 სექტემბრის ღამეს და დღეს დილით გახსნეს.

„ჩვენი ქვედანაყოფები ამ მიმართულებით ადეკვატურ ზომებს იღებენ“, - აცხადებენ უწყებაში.