EBRD-ის პრეზიდენტი - შუა სატრანზიტო დერეფნის განვითარება კავკასიისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის, ოდილ რენო-ბასოს განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შუა სატრანზიტო დერეფანზე, რომელიც საქართველოზე გადის, მოთხოვნა გაზრდილია და ამ დერეფნის განვითარება კავკასიის რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„საერთაშორისო გადამზიდავები აქტიურად ცდილობენ სატრანზიტო გზების დივერსიფიცირებას და ამის ფონზე, მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა შუა დერეფანზე, რომლის განვითარებაც ნამდვილად გააჩენს ახალ შესაძლებლობებს კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის. ეს გააუმჯობესებს დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პოტენციალს და ხელს შეუწყობს ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბების განვითარებას კავკასიაში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას, აქციოს ქვეყანა ლოგისტიკურ ჰაბად შიდარეგიონული კავშირების გამყარებით. მაგალითად, ბანკი ეხმარება ტრანსპორტის სააგენტოს ნავსადგურთა საზოგადოების სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში. ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს რკინიგზის გაციფრულებას და ბიზნესთან დაკავშირებული ელექტრონული სერვისების განვითარებასაც“, - ამბობს ოდილ რენო-ბასო.

EBRD-ის პრეზიდენტის თანახმად, ბანკი აქტიურად ეხმარება იმ კლიენტებს, რომლებიც მონაწილეობენ ცენტრალური აზიისა და კავკასიის დაკავშირების პროცესში, ხელს უწყობს ბაქოსთან ახლოს საწყობების, საქართველოში საპორტო ინფრასტრუქტურისა და ყაზახეთში რკინიგზის განვითარებას.

ცნობისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო 12-16 სექტემბრის შუალედში კავკასიის ტურნეს მართავს და საქმიანი ვიზიტით საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.

ბანკის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, ეს კავკასიაში მისი პირველი საქმიანი ვიზიტია, რომლის ფარგლებშიც EBRD-ის პრეზიდენტი მთავრობის წევრებს, პოლიტიკურ ლიდერებს, დიპლომატებს, ბიზნესისა და საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდება, მთავარი განსახილველი საკითხები კი განახლებადი ენერგიები, ინფრასტრუქტურული განვითარება, რეფორმები და ფინანსური მდგრადობა იქნება.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა