ნინო დოლიძე - საქართველოში არჩევნების მიმართ ნდობა არც ისე მაღალია და ეს სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული - ნდობის ამაღლებას ტექნოლოგიები ვერ მოაგვარებს

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, საქართველოში არჩევნების მიმართ ნდობა არც ისე მაღალია და ეს სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული, თუმცა არჩევნებში ნდობის ამაღლებას ტექნოლოგიები ვერ მოაგვარებს. ამის შესახებ ნინო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი" განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ცვლილებას არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარების თაობაზე.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენ სარჩევნო რეფორმას ზოგადად ძალიან სიღრმისეულად ვუყურებთ. ვფიქრობთ, რომ არც კომიტეტზე რამდენიმე მოსმენა და არც სამუშაო ჯგუფი საკმარისი არ არის ასეთი ტიპის ცვლილებებისთვის იმიტომ, რომ საარჩევნო რეფორმა გულისხმობს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას, კონსენსუსს, მითუმეტეს ასეთი გადაწყვეტილებების დროს. საქართველოში არჩევნების მიმართ ნდობა არც ისე მაღალია და ეს სხვადასხვა მიზეზებითაა გამოწვეული, თუმცა არჩევნებში ნდობის ამაღლებას ტექნოლოგიები ვერ მოაგვარებს. არჩევნებში ნდობის ამაღლება შესაძლებელია მაშინ, როდესაც ყველა ჩართული მხარე ენდობა იმ პროცედურას, რა პროცედურითაც ტარდება არჩევნები და ასევე, ადამიანები ენდობიან საარჩევნო ადმინისტრაციას. ტექნოლოგია თავის თავში ნდობას ვერ შექმნის ან ვერ შეამცირებს თუ მის მიმართ ნდობა არ იქნება იმ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ და თუ ზოგადად ნდობა არ იქნება არჩევნების მიმართ, მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და ა.შ.

„სამართლიანი არჩევნები“ ზოგადად, ნეგატიურად არ ვართ განწყობილი ტექნოლოგიების მიმართ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ დიახ, ნამდვილად არის შესაძლებლობა იმისა, ტექნოლოგიამ აღმოფხვრას ის ადამიანური შეცდომები რაც არის, შესაძლებელია ეს მოგვარდეს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მხოლოდ არჩევნების დღე არ არის ქართული არჩევნების გამოწვევა, ამიტომ მხოლოდ ტექნოლოგია ვერ მოაგვარებს პრობლემას. კი, ეს იქნება ერთი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადაიდგას გაუმჯობესებისთვის, თუმცა აქაც, მნიშვნელოვანია კონსენსუსი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის და მხოლოდ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არ იქნება საკმარისი, მაგრამ ნდობის გასაზრდელად ჩვენ გაცილებით მეტი რეკომენდაცია გვაქვს", -განაცხადა ნინო დოლიძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, არჩევნები დიდ უბნებზე ელექტრონული წესით ჩატარდეს, მცირე უბნებზე კი არა. მისი განმარტებით, არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივის შემდეგ, 10% და 20%-ზე კითხვები მოიხსნება.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა