შალვა პაპუაშვილი - ამ დეზინფორმაციის მორევში, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მოცემულ პოლიტიკურ ლანდშაფტში ყველაზე პატრიოტული და კეთილსინდისიერია

ეს ისტორიები საერთო ჯამში ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ დაისვას კითხვა: ვუშვებთ თუ არა? და ეჭვი შევიტანოთ რაღაც საკითხებში იქ, სადაც ეჭვის შეტანის საფუძვლები არ არსებობს,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ცოლის განცხადებას, რომლის თქმითაც, მათთან ირაკლი კობახიძე იყო მისული და დუმილის სანაცვლოდ მეტი ფული და თანამდებობა შესთავაზა.

პაპუაშვილის განცხადებით, თუ ვინმეს აქვს სამართლებრივი არგუმენტები უნდა ისაუბროს სამართლებრივ ჭრილში და არ მოყვეს ისტორიები ტელევიზიაში.

„მე კომენტირებაც მიჭირს უკვე იმდენი ისტორიების მოყოლა ხდება. თუკი ვინმეს რაიმე სამართლებრივი არგუმენტი აქვს, ყველამ ამასთან დაკავშირებით შესაბამისად სამართლებრივ რეაგირებაზე უნდა ისაუბროს და არა ისტორიები მოყვეს ტელევიზიით. ეს ერთადერთია, რაც შემიძლია მოვუწოდო ყველას, ვინაიდან ისტორიების განხილვას ამ მონაყოლის საფუძველზე პარლამენტში ვერ შევუდგებით.

ეს ისტორიები საერთო ჯამში ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ დაისვას კითხვა: ვუშვებთ თუ არა? და ეჭვი შევიტანოთ რაღაც საკითხებში იქ, სადაც ეჭვის შეტანის საფუძვლები არ არსებობს. ამ დეზინფორმაციის მორევში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მოცემულ პოლიტიკურ ლანდშაფტში არის ყველაზე პატრიოტული, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მოცემულ პოლიტიკურ ლანდშაფტში არის ყველაზე კეთილსინდისიერი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა