ირაკლი მელაშვილის განცხადებით, არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება იმ პრობლემებს ვერ გადაჭრის, რაც საქართველოში არჩევნებზე ფიქსირდება

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი ფიქრობს, რომ არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება იმ პრობლემებს ვერ გადაჭრის, რაც საქართველოში არჩევნებზე ფიქსირდება.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, საუბარი იმაზე, რომ ელექტრონული სისტემის შემოღება არჩევნების გაყალბების თვალსაზრისით რისკების უმრავლესობას აზღვევს, არასწორია.

„ელექტრონული არჩევნები ამ პრობლემებს არ ხსნის. იმიტომ მაქვს ეს პრეტენზია, ხომ შეიძლება ანალიზი გააკეთო და შედეგად დადო ის გზები, თუ როგორ გადაიჭრას საკითხი. არავის უნდა ამ ანალიზის გაკეთება. გააკეთებენ ელექტრონულ არჩევნებს და ეს პრობლემები მოიხსნება? არა. ახლა დაიწყეს საუბარი, რომ ელექტრონული არჩევნები არ გვინდაო, თვითონ არ ითხოვდნენ რამდენიმე თვის წინ?!“ - განაცხადა მელაშვილმა.

მისი შეფასებით, ელექტრონული არჩევნების ჩატარების თაობაზე ოპოზიციის განცხადებები დემაგოგიას ჰგავს.

„ცოტა უხერხულად მიმაჩნია სახელმწიფოს მხრიდან ამის თქმა, რას ზოგავ იმით, რომ მთლიანად არ აკეთებ ელექტრონულ სისტემას? მთელი უბედურება ისაა, რომ ოპოზიციის მხრიდან ძალიან ხშირად მესმის „არგუმენტები“, რომელზეც ლოგიკის მქონე ნებისმიერი ადამიანი გეტყვის, რომ ეს არის დემაგოგია და ჩხუბი იმის გამო, რომ იჩხუბო და არა რაღაც გააკეთო“,- განაცხადა მელაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, რეალური პრობლემაა ის, რომ ხელისუფლება საარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.

„ხელისუფლება ამით თავს იზღვევს იმისგან, რომ ცესკოს-ს მიმართ ხმის დათვლის პროცესში უნდობლობა არსებობდა. ვიცით, რომ 1000-ზე მეტ უბანზე ბალანსი არ დაჯდა. ეს ამ პრობლემას ვერ გამოასწორებს იმიტომ, რომ ბალანსის არდაჯდომა შეიძლება მოხდეს მაშინაც, ვინმემ რომ ერთი ბიულეტენი არ ჩააგდოს“,-განაცხადა მელაშვილმა.

მისი თქმით, ბიომეტრიული მონაცემებით ამომრჩევლის რეგისტრაცია გამორიცხავს იმას, რომ არჩევნებში ვინმემ მეორედ მისცეს ხმა.

„ვერანაირად ვერ ვიცავთ იმას, რომ ერთმა ამომრჩეველმა მრავალჯერადად არ მისცეს ხმა. ამის დაცვის ერთადერთი საშუალება არის ბიომეტრიული მონაცემებით ამომრჩევლის რეგისტრაცია, როდესაც ადამიანი ან თვალის გუგით ან ანაბეჭდით ახდენს რეგისტრაციას. ეს ცენტრალურ სერვერზე მიდის და ცენტრალური სერვერი მას არჩევნებიდან თიშავს“,-განაცხადა მელაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს