რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 80 მილიონი ლარით იზრდება

მიმდინარე წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები 80,0 მლნ ლარით იზრდება და 2 975,0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.

მთავრობის ინფორმაციით, ასიგნებების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია 2023 წელს საქართველოში დაგეგმილ ფეხბურთში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან.

გარდა ამისა, სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში ხორციელდება პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება. პროგრამები განსაზღვრულია შემდეგი მოცულობით: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია - 1 852,9 მლნ ლარი; რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 531,5 მლნ ლარი; წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია 444,9 მლნ ლარი; მყარი ნარჩენების მართვა - 33,5 მლნ ლარი; ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია - 93,0 მლნ ლარი; სხვა დანარჩენი პროგრამები - 19,2 მლნ ლარი;

საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. განხილვები პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს