მიხეილ სარჯველაძე - საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ არსებობენ ძალები, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ აქ „მეორე ფრონტი“ გაჩაღდეს, მაგრამ ვინ შეიძლება ამის უკან იდგეს, საჯაროდ ვერ ვისაუბრებ

საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ საქართველოში „მეორე ფრონტი“ გაჩაღდეს, მაგრამ ვინ შეიძლება ამის უკან იდგეს, ღიად და საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნებიდან" წასული და უმრავლესობაში დარჩენილი 4 დეპუტატის განცხადებას, რომ აშშ-ის საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა სურს.

მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ღიად და საჯაროდ შეუძლია ისაუბროს მხოლოდ იმ პოლიტიკურ სუბიექტებზე, რომლებიც ამას თავად ღიად აფიქსირებენ, სხვას ვის სურს საქართველოს ომში ჩართვა, სარჯველაძე არ ასახელებს. კითხვაზე, თავად რას ფიქრობს იმის თაობაზე, რომ „მეორე ფრონტის“ გახსნა აშშ-ს სურს, სარჯველაძე პასუხობს - "ამაზე მე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ, ეს მათი ნებაა (ოთხეულის), რომ საჯაროდ ამ თემებზე ისაუბრონ."

“ღიად და საჯაროდ ვერ ვისაუბრებ გარდა ერთი გამონაკლისისა, როცა ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი ან უკრაინელი პოლიტიკოსები საუბრობენ ღიად საკუთარ პოზიციაზე, რომ საქართველო ჩართული უნდა იყოს საომარ მოქმედებებში, აქ შემიძლია ღიად და საჯაროდ ვისაუბრო, სხვა შემთხვევაში ვერ მივცემ თავს ღიად საუბრის უფლებას. ზოგადად, ასეთი ტენდენცია და მავნე იდეა არსებობს, მაგრამ ამის უკან მდგომი სუბიექტების შესახებ საჯაროდ ვერ ვისაუბრებ,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, ე.წ. ოთხეულმა აშშ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა იმაში, რომ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა სურთ. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, "ის რაც ღიად ვერ თქვა კელი დეგნანმა, მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო