ანა ნაცვლიშვილი - ირაკლი კობახიძე არის საშიში ქართული სახელმწიფოსთვის - თავის განცხადებებით ის პირდაპირ იწვევს რუსეთს საქართველოსკენ და  საფრთხეს უქმნის მშვიდობას და სტაბილურობას

ირაკლი კობახიძე არის საშიში ქართული სახელმწიფოსთვის - თავის განცხადებებით ის პირდაპირ იწვევს რუსეთს საქართველოსკენ და საფრთხეს უქმნის საქართველოში მშვიდობას და სტაბილურობას, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე პლებისციტი შეუძლიათ ჩაატარონ.

ნაცვლიშვილის თქმით, ეს უკვე მისი მეორე განცხადებაა, რომელიც რუსულ მედია და პოლიტიკურ წრეებში აიტაცეს.

„კობახიძის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას აქვს იმდენად უდიერი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების მიმართ, რომ ეს ადამიანი უბრალოდ არის საშიში ქართული სახელმწიფოსთვის. მე შეგახსენებთ, მისი განცხადება, რომ თითქოს საქართველოში ეთნიკური და ეროვნული ნიშნით რუსების დევნა მიმდინარეობდა, როგორ აიტაცა რუსულმა მედიამ და პოლიტიკურმა კლასმა და ეს არის მეორე განცხადება ირაკლი კობახიძის, რომელსაც ოკუპანტი სახელმწიფოს მედია და პოლიტიკური წრეები ატაცებით აზიარებენ. ამ ტიპის განცხადებებით ირაკლი კობახიძე პირდაპირ იწვევს რუსეთს საქართველოსკენ და უქმნის საფრთხეს საქართველოში მშვიდობას და სტაბილურობას. წარმოუდგენელია, ამხელა თანამდებობა ეკავოს ადამიანს, რომელსაც ასეთი დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ეროვნული უსაფრთხოებისთვის,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინელი მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, რომ მათი გაცხადებული სურვილია, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გაიხსნას. "კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეგვიძლია გამოკითხვა ჩავატაროთ და ვკითხოთ ხალხს, უნდათ თუ არა, რომ საქართველოში „მეორე ფრონტი“ გაიხსნას,"- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო