ელისაბედ მეორე ვესტმინსტერის სასახლეში გადაასვენეს

ბიგ ბენის ზარებისა და სხვადასხვა მარშის ფონზე, ლონდონში, დიდი ბრიტანეთის გარდაცვლილი დედოფლი, ელისაბედ მეორე ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერის სასახლეში გადაასვენეს.

პროცესიას მისი ნათესავები მიჰყვებოდნენ, მათ შორის მისი ვაჟი და მემკვიდრე მეფე ჩარლზ III, ასევე მისი სხვა შვილები: პრინცი ენდრიუ, პრინცესა ანა და პრინცი ედვარდი, დედოფლის შვილიშვილები პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები.

სამგლოვიარო პროცესიას ქუჩებში შეკრებილი ხალხი ადევნებდა თვალს.

დედოფლის ჩასასვენებელზე საიმპერატორო გვირგვინია მოთავსებული.

მედიის ცნობით, ელისაბედ მეორის მუხის კუბო 30 წელზე მეტი ხნის წინ დამზადდა.

მონარქს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო