მამუკა მდინარაძე - სოსო გოგაშვილის განცხადება ერთადერთ მიზანს ემსახურება, „გააპრავოს“ „ნაცმოძრაობა“ - მეტი რა უნდა დაემართოს, როგორ უნდა დაეცეს, ვერ წარმომიდგენია

სოსო გოგაშვილის დღევანდელი განცხადება ერთადერთ მიზანს ემსახურება - „გააპრავოს“ „ნაცმოძრაობა“. პირდაპირ ეთერში იმუქრებიან ლამის შენობებში შეჭრით, რევოლუციური სცენარებით და კაცი, რომელიც გახდა მათი აგენტი, პირდაპირი მნიშვნელობით, „უპრავებს“ მათ იმას, რომ ეს ხალხი არასდროს რევოლუციას არ გეგმავდაო , - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გოგაშვილის მიერ გავრცელებული განცხადებების მსგავსი ბევრი ტყუილი გაიჟღერებს მომავალშიც, თუმცა არც ერთი იქნება მტკიცებულებებით გამყარებული.

„გულწრფელად გეტყვით, როდესაც სოსო გოგაშვილის განცხადებებზე და აფსურდებზე მეკითხებოდნენ, თავს ვიკავებდი. ადამიანს რომ იცნობ, მაინც, ალბათ, გარკვეული უხერხულობები არის, მაგრამ ჩემთვის პირადად, წითელი ხაზი იყო, როდესაც მან დაიწყო ლაპარაკი, რომ მოსკოვში სიებს აგზავნის „ქართული ოცნება“. ასეთი სიბინძურე არ უნდა იკადრო არასდროს.

დღევანდელი განცხადებაც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ „გააპრავოს“ „ნაცმოძრაობა“. პირდაპირ ეთერში იმუქრებიან ლამის შენობებში შეჭრით, რევოლუციური სცენარებით და კაცი, რომელიც მათი აგენტი გახდა პირდაპირი მნიშვნელობით, „უპრავებს“ მათ იმას, რომ ეს ხალხი არასდროს რევოლუციას არ გეგმავდაო. მეტი რა უნდა დაემართოს ამ ადამიანს, როგორ უნადა დაეცეს, მე ვერ წარმომიდგენია. ეს არის ის წითელი ხაზები, რომლის იქითაც არც მორალი და არც არაფერი არ არსებობს. ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ ერთი ადამიანი, რომელმაც იმ მდგომარობაში ჩაიგდო თავი, რომ გახდა „ნაცმოძრაობის“ გვერდითა, გარე, დამატებითი სპიკერი და აგენტი ახლა ამ განცხადებას აკეთებს. ბევრს გააკეთებს კიდევ, საფუძველი არც ერთს არ ექნება, უამრავ განცხადებას მოვისმენთ, რომლებსაც თან არანაირი მტკიცებულებები არ ექნება დართული და უბრალოდ იქნება განცხადებები“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ის კისდევ ერთ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ირაკლი კობახიძის მხრიდან გოგაშვილისთვის დუმილის სანავლოდ ფულის შეთავაზების სავარაუდო ფაქტს ეხება. მდინარაძის თქმით, ის მზად არის საკუთარი სიცოცხლით აგოს პასუხი, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია.

„ათასიდან არც ერთი ადამიანი არ მეგულება, ვინც ირაკლი კობახიძეს პირადად იცნობს და ვინც დაიჯერებს, რომ ვიღაცას შეხვდა, ფული შესთავაზა და რაღაცებს ამის სანაცვლოდ სთავაზობდა. ირაკლი კობახიძისგან ეს წარმოუდგენელია, სრული აბსურდია. თუ იმაზეა საუბარი, რომ რაღაცას სთავაზობდა ფულის სანაცვლოდ, შემიძლია, სიცოცხლით ვაგო პასუხი, ეს არის ცალსახად ტყუილი“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილის მიერ დღეს გავრცელებულგანცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიციის ლიდერებს შორის არანაირ რევოლუციურ სცენარზე საუბარი არ ყოფილა და ეს ყოველთვის იყო „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ხალხის „გასაშავებლად“.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა