აჭარის მთავრობა - ბათუმის ხელოვნურ კუნძულს წამყვანი ამერიკელი არქიტექტორები დააპროექტებენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამერიკული კომპანიის „შოფ არქითექთსის" წარმომადგენლებს შეხვდა. ამერიკული კომპანია „ბათუმი აილენდი"-ს პროექტზე იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს ბათუმის საინვესტიციო გარემო და ტურისტული პოტენციალი გააცნო.

მათივე ცნობით, „ბათუმის აილენდის" უნიკალური არქიტექტურის მქონე ნაგებობის შექმნისთვის საერთაშორისო და საუკეთესო პრაქტიკა იქნება გათვალისწინებული. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პროექტი იქნება თანამედროვე და ბათუმზე მორგებული. კომპანია „შოფ არქითექთსს" ინოვაციური პროექტების საერთაშორისო გამოცდილება აქვს.

„ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის "ამბასადორი ბათუმი აილენდის" განხორციელება იწყება, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია ამბასადორი განახორციელებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!