მამუკა მდინარაძე - თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ ირაკლი კობახიძე რაღაცას სთავაზობდა  ფულის სანაცვლოდ გოგაშვილს, შემიძლია, სიცოცხლით ვაგო პასუხი, რომ ეს არის ტყუილი

თქვენგან რამდენი იცნობს ირაკლი კობახიძეს მე არ ვიცი, ხანდახან ხომ არის ისეთი მომენტი, რომ რაღაც წარმოდგენა გაქვს ადამიანზე, მისი პირადი ნაცნობობიდან გამომდინარე. 1000-დან არც ერთი ადამიანი არ მეგულება, ვინც ამ ადამიანს პირადად იცნობს და დაიჯერებს, რომ ვიღაცას შეხვდა, ფული შესთავაზა და რაღაცეებს ამის სანაცვლოდ სთავაზობდა - ირაკლი კობახიძისგან ეს წარმოუდგენელია, სრული აბსურდია, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, წარმოუდგენელი აბსურდია, რომ ირაკლი კობახიძე გოგაშვილისთვის თანხის სანაცვლოდ რაიმეს გაკეთება შეეთავაზებინა.

,,ხუთი წლის წინ, სოსო გოგაშვილი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო და ირაკლი კობახიძე, ჯერ კიდევ, პარლამენტის თავმჯდომარე. ვისთვის სთავაზობდა? რა ფულს სთავაზობდა? რა აბსურდზეა ლაპარაკი. შეხვედრით, შესაძლოა, მილიონჯერ იყვნენ შეხვედრილები ეს ადამიანები. წარმოუდგენელი აბსურდია და კიდევ ერთი, ოდნავ ზოგადი, მაგრამ ძალიან კონკრეტული ამავდროულად - უამრავი განცხადება იქნება, უკვე დავრწმუნდით ამაში, ჩვენც და თქვენც, უამრავ სიბინძურეს დაგვაბრალებენ, მათ შორის გოგაშვილი, თუ სხვა, მაგრამ მათ ნალაპარაკებს, დამიჯერეთ, კონკრეტული მტკიცებულებები არ ექნება არასდროს. დაიმახსოვრეთ, გავა თვეები, წლები და გაგახსენდებათ ჩემი სიტყვები, რომ პასუხები მტკიცებულების სახით მათ არ ექნებათ არაფერზე.

მაგრამ, თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ ირაკლი კობახიძე რაღაცას სთავაზობდა, ფულის სანაცვლოდ რაიმე მოქმედებებს, შემიძლია, სიცოცხლით ვაგო პასუხი, რომ არის ტყუილი. ცალსახად, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მოგონილი, მორიგი ბინძური ტყუილი”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო