თეა ახვლედიანმა ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს თანაგრძნობა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პირადად ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო. გლოვის ამ მძიმე დროს გულითად თანაგრძნობას ვუცხადებ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოსა და ერთა თანამეგობრობის ხალხს.

მისი უდიდებულესობის ხალხისადმი განსაკუთრებული მზრუნველობითა და ღირსეული მსახურებით გამორჩეული მმართველობის პერიოდი, როგორც ისტორიაში, ასევე თითოეული ადამიანის გულში დაიმკვიდრებს უმნიშვნელოვანეს ადგილს" - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის სამძიმრის წერილში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს